საქართველოს პრეზიდენტმა დაბადების დღე ქუთაისში აღნიშნა.
"მაესტროს" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში მეუღლესთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ ზაზა გოროზიასა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ ლევან ვარშალომიძესთან ერთად იმყოფებოდა.
ქვეყნის პირველმა პირმა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის მშენებარე თეატრი მოინახულა.
აღნიშნულის გამო ქალაქის ცენტრალური ნაწილი ორი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 21 დეკემბერს, 43 წლის გახდა.