გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ მოუწიდა მას შემდეგ, რაც გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა „ვაკუუმში არ მომხდარა“.
„პალესტინელი ხალხი 56 წლის განმავლობაში მხუთავ ოკუპაციას ექვემდებარება. ისინი ხედავენ თავიანთ მიწებს, რომლებიც შთანთქა დასახლებებმა და ძალადობამ, მათი ეკონომიკა განადგურებულია, მათი ხალხი დევნილია და სახლები დანგრეულია. იმედები, რომ მათი მდგომარეობა პოლიტიკური გზით გადაწყდება, ქრება“, - თქვა გუტერეშმა.“.
ერდანის თქმით, გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალებისა და მოხუცების მასობრივი მკვლელობის კამპანიას, არ არის შესაფერისი გაეროს ხელმძღვანელობისთვის.
„მოვუწოდებ მას სასწრაფოდ გადადგეს. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან ლაპარაკს, ვინც თანაგრძნობას გამოხატავს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკის მიმართ. უბრალოდ სიტყვები არ მაქვს“, - თქვა ერდანმა.
მისივე თქმით, ისრაელი უარს იტყვის ვიზების გაცემაზე გაეროს ოფიციალური პირებისთვის.
„მისი განცხადების გამო, ჩვენ უარს ვიტყვით გაეროს წარმომადგენლებისთვის ვიზების გაცემაზე. ჩვენ უკვე უარი განვუცხადეთ ვიზაზე ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს, მარტინ გრიფიტსს. დადგა დრო, რომ მათ გაკვეთილი ვასწავლოთ“, – განაცხადა ერდანმა.