ადექი და იბრძოლე მიშასთვის, გია რომ ხარ ბარამიძე, კიდევ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე? - ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ გადაცემა "რეაქციიდან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გია ბარამიძეს მიმართა.
ნიკა მელიას თქმით, ყოველ წელს ამომრჩეველთა რაოდენობა იცვლება, ახალი თაობა ემატება, თუმცა, ძველი სახეებით ენმ-ის ყოფილ თავმჯდომარეს გამარჯვების და სიტუაციის შეცვლის იმედი არ აქვს.
„რომ გამოდი ბარამიძე და საუბრობს, რომ პატიმარ ადამიანზე მიშა, მიშა - ადექი და იბრძოლე მიშასთვის, გია რომ ხარ ბარამიძე, კიდევ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილით გინდა ფონს გახვიდე? სხვა დროა, ახალგაზრდა თაობას ვერ ეუფროსები, მათნაირი უნდა გახდე, მაპატიე, რომ არ მჯერა, რომ ადამიანებთან ერთად ჩემს შვილს მოუწევს უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრება," - განაცხადა ნიკა მელიამ.