ირაკლი ბებუას სიცოცხლე საფრთხეშია! - პარლამენტთან ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ბებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მთავრობისგან მოქმედებას ითხოვენ, რომ ირაკლი ბებუა ციხიდან კლინიკაში გადაიყვანონ.
ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო ოჯახი შველას და სახელმწიფოს მოქმედებას ითხოვს.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზეთში, კულტურის სახლის წინ აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. იმავე წლის 8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.