"ლეიბორისტული პარტია" საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული არჩევნების გაყალბებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ადანაშაულებს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა პაატა ჯიბლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამისთვის ილჰამ ალიევი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას იყენებდა.
ამასთან, ჯიბლაძის განმარტებით, აღნიშნულს "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ადასტურებს, რომელშიც დეტალურად არის მოთხრობილი, როგორ ეხმარებოდა ალიავი საქართველოს ხელისუფლებას ქვემო ქართლში ხმების გაყალბებაში.
"მივმართავთ ბატონ ილჰამ ალიევს, თავი შეიკავოს მომავალში დიქტატორ სააკაშვილისთვის უკანონო სახის მხარდაჭერისგან, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრადიციულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს", - დასძინა მან.