რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვი ფიქრობს, 3+3-ს ფორმატი, საქართველოსთან ერთად, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს.
„თბილისში, საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, რაც მათ არაერთხელ დაამტკიცეს, უპირველეს ყოვლისა, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს. ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს. ვაფასებთ, რომ თბილისი გამოდის ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან, რამდენადაც გვესმის“, – ამის შესახებ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც თეირანში იმართება, საქართველო არ მონაწილეობს. 22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა. „საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.