ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური მას შემდეგ, რაც წარიმართა იმპიჩმენტის პროცედურა. ჩვენთვის მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი, შესაბამისად, მისი ხელოვნურად აქტუალიზაცია მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, – აის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ევროინტეგრაციის გზაზე არავითარი როლის შესრულება არ შეუძლია.
„მას ევროინტეგრაციის გზაზე არავითარი, არც დადებითი, არც უარყოფითი როლის შესრულება არ შეუძლია, ეს არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის დღევანდელ განცხადებაზე, რომ 2019 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„ეს არ არის ჩემი საქმე, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ჩვენ არაფერში გვჭირდება სალომე ზურაბიშვილის აქტუალიზაცია, რომელიც საერთოდ აღარ არის აქტუალური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.