ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ერაყში აცხადებს, რომ თავს დაესხნენ აშშ-ის ორ ბაზას აღმოსავლეთ სირიაში. ეს უკვე მეოთხე თავდასხმაა ერთ დღეში. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს.
მათი განცხადებით, ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია აშშ-ს სამხედრო ბაზებს ალ-ომარის ნავთობის საბადოზე დეირ ელ-ზურის პროვინციაში და ალ-შადადში ჩრდილოეთით.
ვაშინგტონში თავდასხმის შესახებ ოფიციალური განცახდება არ გაკუეთებიათ.
როგორც მედია წერს, იერიში მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ალ-ტანფის გარნიზონზე იორდანიის და ერაყის საზღვრების მახლობლად განხორციელებულ თავდასხმებზე და უდაბნო რუკბანის ბანაკიდან, სადაც ათიათასობით სირიელი ცხოვრობს.