საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის დედაქალაქში ხვალ დაგეგმილ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველ არხი საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა“,- აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობენ თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი.
საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.
ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.