ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანის დაჯგუფება „ჰეზბოლა“ გააფრთხილა, ისრაელის წინააღმდეგ არ გახსნას მეორე ფრონტი. მისი განცხადებით, ეს ისრაელის მხრიდან წარმოუდგენელი მასშტაბის საპასუხო დარტყმებს გამოიწვევს, რაც ლიბანს გაანადგურებს.
ბრიფინგის ოფიციალურ სტენოგრამაში, რომელიც ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან მყოფი ისრაელელი სამხედროებისთვის გამართა, მას ასევე თქვა: „მე არ შემიძლია ახლა გითხრათ, გადაწყვეტს თუ არა „ჰეზბოლა“ ომში სრულად ჩართვას“.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელისთვის ეს კონფლიქტი „სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“.
„თუ „ჰეზბოლა“ გადაწყვეტს ომში ჩართვას, ის გაიხსენებს ლიბანის მეორე ომს {2006 წლის ისრაელ-ლიბანის კონფლიქტი}. ის დაუშვებს ყველაზე დიდი შეცდომას თავის ისტორიაში. ჩვენ მას ისეთი ძალით მივაყენებთ დარტყმას, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენს და შედეგები მისთვის და ლიბანისთვის იქნება კატასტროფული“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.