მნიშვნელოვანია, რომ ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას პირველი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ „ტვიტერში“ წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ პირველი ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას მიწოდება. მათ წყალი, საკვები და წამალი სჭირდებათ, მათ მარტო არ დავტოვებთ.
ფედერალური მთავრობა აგრძელებს ყველა არხის გამოყენებას ამ კონფლიქტისგან გამოწვეული ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - წერს შოლცი.
ეგვიპტის საზღვარზე, რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი შევიდა.