ეგვიპტის საზღვარზე, რაფაჰის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნა და ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის პირველი ნაწილი შევიდა.
ჯერჯერობით, ისრაელმა ღაზაში მხოლოდ 20 სატვირთო მანქანა დაუშვა. გაეროს განცხადებით, სულ მცირე 100 სატვირთო მანქანაა საჭირო მოსახლეობისათვის სასწრაფო დახმარების გასაწევად.
რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან 175 სატვირთო მანქანაა გაჩერებული დ ღაზაში შესვლის ნებართვას ელოდება. ავტომობილებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის აუცილებელი მედიკამენტები, საკვები, წყალი დ სხვა მნიშვნელოვანი ტვირთი გადააქვთ.