კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში, ისრაელის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება საელჩოს შენობიდან დაახლოებით 30 მეტრში მოხდა.
დაკავებულია 17-დან 21 წლამდე ოთხი სირიელი კაცი.