თეთრმა სახლმა კონგრესს სთხოვა უსაფრთხოების ზომებისთვის განკუთვნილი დაახლოებით 105 მილიარდი დოლარის დაფინანსების გამოყოფა.
პაკეტი 61 მილიარდ დოლარს შეიცავს უკრაინის დასახმარებლად და 14 მილიარდს - ისრაელისთვის. ასევე გამოიყოფა 2 მლრდ დოლარი ტაივანისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და 9 მილიარდ დოლარზე მეტი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა დახმარებამ უნდა უზრუნველყოს მათ შორის ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება.
„დახმარება ხელს შეუწყობს რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრისა და ისრაელზე „ჰამასის“ საშინელი თავდასხმების გლობალური ჰუმანიტარული ზემოქმედების შერბილებას, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.