ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილის ევროკომისიის მიერ წარდგენილ დოკუმენტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც გასულ წელთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 81%-ით გაიზარდა.
როგორც გიორგი ნონიაშვილმა აღნიშნა, საქართველოდან მოქალაქეების ევროპულ ქვეყნებში მასობრივ გადინებაზე პასუხისმგებელი ივანიშვილის ავტორიტარულ-კოლაბორაციონისტული რეჟიმია.
„არსებული რეჟიმი ტოტალურ ეკონომიკური და პოლიტიკურ უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდას აჩენს. პარალელურად კი ანტიდასავლურ კამპანის ეწევა, რომელიც ცხადია, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის“ - თქვა გიორგი ნონიშვილმა.
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას. ევროკომისიის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.