ბოლო 24 საათის განმავლობაში ერაყში, ამერიკულ ბაზებს თავს ოთხჯერ დაესხნენ.
19 ოქტომბერს, საღამოს, დასავლეთ ერაყში მდებარე ალ-ასადის ავიაბაზაზე, სადაც ამერიკისა და საერთაშორისო კოალიციის სხვა ქვეყნების სამხედროები არიან დისლოცირებული, რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, ბაზის ტერიტორიაზე აფეთქების ხმები ისმოდა.
ერაყის არმიამ ტერიტორიას ალყა შემოარტყა და დაიწყო მისი გაწმენდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
მანამდე რაკეტებმა და თვითმფრინავებმა ბაღდადის აეროპორტის მახლობლად მდებარე ამერიკულ ბაზას შეუტიეს. ამ შემთხვევაშიც არ ვრცელდება ინფორმაცია შედეგების შესახებ.
გარდა ამისა, როგორც Reuters წერს, ოთხშაბათს თვითმფრინავებმა ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე მიიტანეს იერიში. დრონები ჩამოაგდეს, რამდენიმე ჯარისკაცი მსუბუქად დაშავდა
სააგენტო აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ირანთან დაკავშირებულმა ერაყულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ დაიწყებდნენ ამერიკელებზე თავდასხმებს, თუ შეერთებული შტატები ჩაერეოდა ისრაელი-„ჰამასის“ კონფლიქტში.