ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდება.
ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება - როგორც ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება, სუნაკი რეგიონის სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.
„ყოველი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი ტრაგედიაა. „ჰამასის“ საზარელი თავდასხმის შემდეგ ძალიან ბევრი სიცოცხლე დაიკარგა „ალ-აჰლის ჰოსპიტალზე დარტყმა უნდა იყოს გარდამტეხი მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, ბიძგი, რომ ერთად ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის საშიში ესკალაცია. მე ვიზრუნებ, რომ დიდი ბრიტანეთი იქნება ამ საქმის სათავეში, ” - თქვა სუნაკმა ვიზიტის წინ გავრცელებულ განცხადებაში.