ხალხმა აგირჩიათ იმის გამო, რომ არ უნდოდა „ნაციონალი“ პრეზიდენტი, პიროვნულად შეიძლება არაფერს ერჩოდა გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ხალხმა აგირჩიათ იმის გამო რომ არ უნდოდათ „ნაციონალი“ პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არც არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. არ უნდოდათ „ნაციონალი პრეზიდენტი“. დღეს თქვენ ხართ ნაცმოძრაობაში. ხალხმა აგირჩიათ იმიტომ რომ ეშინოდათ ნაციონალების, კრიმინალების შეწყალების. თქვენ შეიწყალეთ კრიმინალი ნაციონალი სულ ცოტა ხნის წინ. რისთვისაც აგირჩიათ ხალხმა, სწორედ იმას უღალატეთ", - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.