გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ჰუმანიტარული მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
პეკინში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას, სადაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებიან, გუტერეშმა სიტყვით გამოსვლის ბოლოს განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბროს.
„მოვუწოდებ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლისდაუყონებლივ შეწყვეტას, რათა შემსუბუქდეს ადამიანთა ტანჯვია. ძალიან ბევრი სიცოცხლე [დაკარგულია] და მთელი რეგიონის ბედი ბალანსზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
გამოსვლამდე გუტერეშმა ქსელ X-ზე (Twitter) დაწერა, რომ მკაცრად გმობს ალ აჰლის ჰოსპიტალზე თავდასხმას, რომელმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.