„დიახ, ნატო არის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და დიახ, ჩვენც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ვიყოთ ამ კოლექტიური ქოლგის ქვეშ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვართ და ეს ართულებს ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, სახელისუფლებო გუნდს კარგად ესმის, რომ აბსოლუტურად განსხვავებულია ევროკავშირის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის ქოლგა.
„ეს კარგად ვიცით და კარგად გვესმის, მაგრამ არ გვაქვს. ზუსტად ამ ორგანიზაციების დაცვის არარსებობის პირობებში გვიწევს მოქმედება და ეს არის გარანტია ჩვენი სახელმწიფოსი, რომ ასე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებას და შევძლებთ იმას, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ამ ორგანიზაციებში წევრობისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.