რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
მისი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთში საერთაშორისო ფორუმის „ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ფარგლებში იმყოფება, რომელიც 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ასევე, ფორუმის ფარგლებში ვლადიმირ პუტინი შეხვედრას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და მონაწილეობას მიიღებს ოფიციალურ ცერემონიაში. აგრეთვე გაიმართება რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები, რის შემდეგაც პუტინი ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გააგრძელებს.
ჩინეთში ვიზიტის დასასრულს პუტინი რუს ჟურნალისტებს შეხვდება და ვიზიტის შედეგებს შეაჯამებს.