აქ სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია თუ კვიპროსზე განცხრომით მყოფი კეზერაშვილი, ეს ჯერ დაუდგენელია „ნაცმოძრაობაში“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„როგორც ჩანს, ლევან ხაბეიშვილის ვარჯიშს ტყუილად არ ჩაუვლია, ადგილზეც ივარჯიშა, დარბოდა კიდეც – ამ ეტაპზე შეინარჩუნა ის ფორმალური მმართველობა, თუმცა ამ დროს გიორგი ვაშაძემ თქვა, პარლამენტში ყველაზე მეტი მომხვდაო და რაღა შემრჩებაო. მას უთხრეს, რომ რაღაც ერთ-ერთი მიმართულების ლიდერიც იქნებოდა. ამ დროს არანაკლებ დარბის ნიკა მელია. ვნახეთ, რომ მასაც კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს. როგორც ჩანს, ის კიდევ ცალკე განშტოება იქნება. ბევრი მიმართულებაა იმ არაფორმალურ მმართველობაშიც კი. აქ სპირიტიზმით დაკავებული სააკაშვილი უფრო ფორმალური მმართველია თუ კვიპროსზე განცხრომით მყოფი კეზერაშვილი, ეს ჯერ დაუდგენელია „ნაცმოძრაობაში“. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და იმედია, 2024 წლისთვის საზოგადოება სხვა ნორმალურ პოლიტიკოსებს აირჩევს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.