„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხრივ ქვეყანას ოპტიმიზმის საფუძველი აქვს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საერთო სურათი გაუმჯობესებულია, რისი თქმის საშუალებასაც ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრები იძლევა.
„ჩვენი ინფორმაციით, საერთო სურათი გაუმჯობესებულია. იმის თქმის საფუძველი გვაქვს, რომ თუ ადრე იყო 50/50-ზე შანსები, ახლა ეს შანსები გადახრილია დადებითი პასუხის სასარგებლოდ. ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრები. უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, ვიდრე შარშან ან რამდენიმე თვის წინ გვქონდა. ანუ, გაუმჯობესებულია საერთო სურათი. ამიტომ, შეგვიძლია, უფრო ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.