კელი დეგნანი არ იყო აშშ, არც მისი წინამორბედი იან კელი არ იყო აშშ. ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალ წელს ითვლის და რა თქმა უნდა, ერთმა და ორმა ელჩმა ამას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE" შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ კელი დეგნანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ოპონენტების მხრიდან აღქმული იყო როგორც "ქართული ოცნების" მიერ აშშ-სთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობა.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი იმ აღქმებს რადიკალურად შეცვლის რომელიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული სწორედ იმის გამო, რომ ხდებოდა რაღაცების გაყალბება, ექსტრემიზმის მხარდაჭერა და ა.შ. ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს."- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრას და აღნიშნულ თემებზე საუბარს, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან ამ თემაზე სრული ღიაობა არსებობს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან, მთლიანად ჩვენი გუნდის მხრიდან არის სრული ღიაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ელჩთან კონსულტაციები, შეხვედრები, პარტნიორობა - ამ კუთხით, ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა." - განაცხადა კობახიძემ.