ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წინა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით მიმართავს.
ანა ბუჩუკური პრემიერს მიმართავს, მიაწოდოს საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მთავრობის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი.
„მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?“, – აღნიშნავს ბუჩუკური.