ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია დევიდ კრამერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ს სახდეპმა ფარცხალაძის დასანქცირებით საქართველოში რუსული გავლენების აგენტების არსებობა დაადასტურა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ჯაშუში ან გავლენის აგენტი ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაშიც შეიძლება აღმოჩნდეს მოქმედი თანამდებობის პირი, თუმცა ჩვენთან საგანგაშო ის არის, რომ ფარცხალაძე მოსკოვში რომ ალაგებდა ამბებს, ეს საჯარო ამბავი იყო.
„ამ ადამიანს მოსკოვური კონტაქტების შემდეგ შეეძლო იმათთვის აქ, საქართველოში დაელაგებინა რაღაც გადაწყვეტილებები, ამას ახერხებდა იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხარდაჭერა ჰქონდა.
ეს ყველაფერი ხდებოდა მანამდე, სანამ აშშ-ს სახ.დეპი მას დაასანქცირებდა.
ეს არის ის სურათი, რატომაც არის ფარცხალაძე ივანიშვილის რეჟიმის სინონიმი, ეგ არის ჩვენი უბედურება“ - თქვა გიგა ბოკერიამ.