დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
დიდმა ბრიტანეთმა, თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები.
ასევე გავრცელებული ინფორაციით, ისრაელში დიდი ბრიტანეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.
ბოლო მონაცემებით, ისრაელშო ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა.