„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კკოპენჰაგენში მიმდინარე სესიაზე წარადგინა შესწორება რეზოლუციაში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მხარი დაუჭირა.
თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, დოკუმენტში უნდა შევიდეს შესწორება.
„სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ“, ამ დოკუმენტში რომ ჩაიწეროს ეს ფორმულირება: „ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის დამატებით საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
რეზოლუცია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციების თანაწარდგინებით დაინიცირდა.