რაზეც დღეს თამარ ჩუგოშვილი და ეკა ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„მინდა, კონსტიტუციის 36-ე მუხლი გაჩვენოთ, სადაც წერია შემდეგი – საქართველოს პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. ასევე 45-46 მუხლებია, სადაც საუბარია კანონშემოქმედებასა და ხელმოწერაზე, სადაც ეს თემა პრეზიდენტსაც ეხება, იმას აწესრიგებს. აქ არის 36-ე მუხლი, სადაც წერია, რომ პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს კანონი 36-ე მუხლის საფუძველზე მივიღეთ. შესაბამისად, ის არ საჭიროებს გაგზავნას პრეზიდენტთან, ამოქმედდება დაუყონებლივ. უკვე ძალაშია ეს კანონი. იქიდან გამომდინარე, რომ ის მიღებულია არა 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს არც პარლამენტის თავმჯდომარის და არც პრეზიდენტის ხელმოწერა არ სჭირდება. სადაც პრეზიდენტიც იზიარებს პასუხისმგებლობას, იქ არის 45-46-ე მუხლები, იგზავნება პრეზიდენტთან, მაგრამ აქ არის 36-ე მუხლის საფუძველზე და არავის ხელმოწერა არ სჭირდება. შეგიძლიათ, ნახოთ, კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ეკა ბესელიასა და თამარ ჩუგოშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„კომენტარი არის თამარ ჩუგოშვილის, რომელიც ამ ყველაფერზე აღშფოთდა, გადაირია და ეს ყველაფერი ძალაუფლების უზურპაციად შეაფასა. ეკა ბესელია, რომელიც მათი დამცველია, ამბობს, რომ პრეზიდენტს კანონი ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. თუ არ გადააგზავნით, კონსტიტუციას დაარღვევს „ქართული ოცნებაო”. რატომ? – 36-ე მუხლით ხომ ვიმოქმედეთ, სად დაირღვა კონსტიტუცია? – რაზეც ჩუგოშვილი და ბესელია გადაირივნენ, ამ სიგიჟეს ამტკიცებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.