წარმოიდგინეთ რაში გაეხვნენ, წელიწადში ერთხელ ასეთი ხუმრობა უნდა დავაკანონოთ, რომ ოპოზიციის უმეცრება, არაკომპეტენტურობა და მავნებლობა დავამტკიცოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რითაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა.
„ძალიან პატარა ანკესი იყო გადაგდებული და იმხელები წამოეგნენ, მთელი ოპოზიციის სახელით რომ ლაპარაკობენ, წარმოუდგენელია. ასეთი ეფექტიც თუ ექნებოდა ამ ხუმრობას, რომელიც წამიერად დაიგეგმა, ნამდვილად, არ მეგონა. აღმოჩნდა, რომ ჩავლილები არ არიან არც კონსტიტუციასთან, არც იურისპუნდეციასთან, არც აღქმასთან, გაგებასთან. ამ ხუმრობას რომ ადამიანი სერიოზულად გასცემდა პასუხს, არაფერი უნდა წარმოადგინოს, დაღუპავს ყველას და ყველაფერს, მით უმეტეს მტყუანის პოზიციიდან თუ აკეთებს ამ ყველაფერს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში“. აღნიშნული განცხადების შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს ხუმრობა იყო.