ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის, ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის, ანტიდასავლური ნარატივების გავრცელების ძალიან მნიშვნელოვან ზრდას და მე ნამდვილად მაოცებს საქართველოს მოსახლეობა, რომელიც ძალიან გამძლეა ამგვარ დეზინფორმაციის მიმართ. მოსახლეობის გამოკითხვა აშკარად ადასტურებს ძალიან მაღალ ნდობას ევროკავშირის მიმართ. ამ ძალზე ძლიერი დეზინფორმაციის მიუხედავად, რომელსაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი აქტორი საქართველოში ტირაჟირებს, საქართველოს მოსახლეობა ძალიან პროევროპულია. ძალიან დიდი აჟიოტაჟია, დიდი დაბნეულობა და უნდობლობის დანერგვის მცდელობაა, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად შთამბეჭდავია, ქართველები აშკარად პროევროპელები არიან, ქართველ ხალხს კარგად ესმის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და საქართველოს მომავალი ევროპული გაწევრიანება საუკეთესო გარანტია, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.