საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პირიქით, ეს აძლიერებს პოლარიზაციას.
„როგორც ყველა, მეც ველოდები სასამართლოს აზრს. რა თქმა უნდა, ამას პატივი უნდა ვცეთ. შემიძლია, გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს და რაც თქვა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, როდესაც თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაციას. პირიქით, ეს აძლიერებს პოლარიზაციას, რისი მომსწრენიც ყველანი გავხდით ბოლო ორი დღის განმავლობაში“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.