კრემლის პროპაგანდისტი, ტელერახ RT-ის წამყვანი და მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სოჭში უპილოტო საფრენი აპარატი მისი ოჯახის სახლთან ახლოს ჩავარდა.
„ღამით, ადლერში {უბანი სოჭში} დრონი ჩვენი ოჯახის სახლის წინ ჩამოვარდა, სადაც მე და დედაჩემი გავიზარდეთ და სადაც ჩემი ნათესავები და მათი მცირეწლოვანი ბავშვები ჯერ კიდევ ცხოვრობენ“. - აცხადებს სიმონიანი.
მისი თქმით, მომხდარი მეტყველებს რუსეთის „ბირთვული ულტიმატუმის“ სასარგებლოდ.
”მიზნები უფრო და უფრო შორსაა, ფსონები უფრო მაღალია, ბირთვული ულტიმატუმი სულ უფრო უალტერნატივოა”, - წერს ის.
27 აგვისტოს სიმონიანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქში მის სახლთან ერთი კვირის განმავლობაში ორ დრონი ჩავარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1-ელ ოქტომბერს ღამით სმოლენსკსა და სოჭზე დრონებით იერიში განხორციელდა. უკრაინული მედიის წყაროს ცნობით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები სოჭში რუსული ვერტმფრენების სადგომს დაეჯახა, მათივე ცნობით შეტევის უკან უკრაინის დაზვერვის მთვარი სამმართველო დგას.