სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღიდან სომხების გამოსვლა გრძელდება. მისი თქმით, უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არც ერთი სომეხი აღარ დარჩება.
„ეს არის პირდაპირი აქტი ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს წართმევის, რაზეც ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვლაპარაკობდით სართაშორისო საზოგადოებასთან. სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობდნენ მთიან ყარაბაღში ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ამ განცხადებებს არ მოყვება კონკრეტული ქმედებები, განიხილება მხოლოდ ისტორიის მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში უკვე ჩავიდა 66 500 ადამიანი.
შეგახსენებთ, ყარაბაღის არაღიარებულმა რესპუბლიკამ თვითლიკვიდაციის შესახებ გამოაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტის, სამველ შაჰრამანიანის განკარგულებით, დაიშლება და 2024 წლის პირველი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს ყველა ე.წ. სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია.