საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი ოთარ ფარცხალაძის საქმეს ამ ეტაპზე არ სწავლობს.
„გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს. თუ იქნება ასეთი მომართვა და ვინმეს უფლების შელახვა დადასტურებული, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე, ჩვენ საქმეს არ ვსწავლობთ. უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ. თუ იქნება დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით“, – განაცხადა ლევან იოსელაინმა.