სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
მისი თქმით, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩართულია ბიძინა ივანიშვილის თამაშებში.
“სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტი არ ართმევს ფარცხალაძეს მოქალაქეობას. რეალურად, საქართველოს მოქალაქეობით მას აქვს გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში და სწორედ ამიტომ არის სავარაუდოდ, რომ უნარჩუნებს სალომე ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას. ეს გადაწყვეტილებაც აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თამაშებში აბსოლუტურად ჩართულია სალომე ზურაბიშვილი. თითქოს იუსტიციის სამინისტროს დააწყებინა წარმოება და შემდეგ სალომეს გააჩერებინა. მანამდე სალომეს დააწყებინა ეს პროცესი, რომ თურმე უნდა ჩამოერთვას ფარცხალაძეს მოქალაქეობა, მერე შეაცვლევინა.
საქართველოს მოქალაქეობა გარკვეული პრივილეგიაა ევროკავშირის ქვეყნებში და ფარცხალაძე თუ დარჩება მხოლოდ რუსული პასპორტის ამარა, მას სხვა პრობლემებიც შეექმნება ევროკავშირის ქვეყნებში. მაგრამ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, როცა ეს ადამიანი დაკავებული უნდა იყოს. მარტივი მიზეზით არის ეს გამოწვეული - პროკურორი შოთაძე თავად არის “ეფესბეს” ქსელის გაგრძელება, როგორც ფარცხალაძე, რადგან ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირია. სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილიც ეხმარება ფარცხალაძის თემის ჩაფარცხვაში, გადაფარვაში, შემდეგ ამ ადამიანის მიმართ არ იღძრება კონკრეტული ღონისძიებები და ესეც ადასტურებს იმას, რომ არა მარტო ფარცხალაძეს, არამედ ლილუაშვილს და დიდ პირთა წრეს აქვს შეხება “ეფესბესთან”. ამიტომაც არის, რომ ამ ადამიანს არ იჭერენ., საკუთარ თავზე ბორკილების დადება არის ურთულესი საქმე,” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.