ბუბა კიკაბიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მინსკში კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა.
შესრულდა ახალი და ყველასთვის ნაცნობი სიმღერები. ბელორუსში ჩატარებული კონცერტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს შემადგენელი ნაწილია. მინსკიდან ბუბა კიკაბიძე გამგზავრებას სხვა ქალაქებში აპირებს.
ღონისძიება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და ხელშეწყობით ჩატარდა.