ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „სუსის“ მიერ ფარცხალაძის გამოკითხვას ეხმაურება.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, არავინ არ უნდა მოტყუვდეს ფარსით, რომ ვითომ რამეს იძიებენ ფარცხალაძესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, პუტინისტური ხელისუფლება რომ არ გვყავდეს, როდესაც ფარცხალაძე თავის დროზე მოსკოვში წავიდა, მოქალაქეობა მიიღო და სტრუქტურებს ალაგებდა, მაშინ დაინტერესებოდნენ მისი გამოძიებით.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან კი არ უნდა იგებდნენ, რომ ფარცხალაძე „ეფესბეთან“ კავშირშია, თვითონ უნდა აღმოეჩინათ. ახლა აბსურდს ითხოვენ, მტკიცებულებები მოგვაწოდეთო - წყაროებს გაუმხელს აშშ-ს დაზვერვა „სუსს“, მეტი საქმე არ აქვთ.
ამიტომ, ამით არავინ არ უნდა მოტყუვდეს, ეს კაცი წარმოადგენს მთლიანად ამ რეჟიმს, ივანიშვილის „სუსიანად“, ეგ არის ჩვენი მთავარი პრობლემა“ - თქვა გიგა ბოკერიამ.