ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე „სუსის“ მიერ ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, აბსურდი და ფარსია, რასაც „სუსი“ ახლა აკეთებს ფარცხალაძის ვითომ გამოკითხვით.
მისი თქმით, ივანიშვილი არასდროს ყოფილა დაინტერესებული ფარცხალაძის საქმიანობის შესწავლით.
„ამის სურვილი რომ ჰქონოდა ბიძინას, როდესაც ფარცხალაძემ კრემლთან და რუსეთთან დაახლოებულ ორგანიზაციებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება, რაც წელიწადნახევრის წინ იყო დაახლოებით, მაშინ დაიწყებდნენ გამოძიებას.
ახლა უბრალოდ საზოგადოებრივ მოთხოვნას უხდის ხარკს და ცდილობს, რომ სხვადასხვა ტიპის გზავნილები გააგზავნოს, რომ თითქოს ფორმალურად პროცედურებს იცავს“ - თქვა თენგო კირთაძემ.