რადიკალური ოპოზიციის გეგმის მიხედვით, საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო, თუმცა სისტემა არ ჩამოიშალა, რადგან სწორად მივიღეთ კანონი, სწორად დავალაგეთ სისტემა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ იმის აღიარება მოგვიწია, რომ სალომე ზურაბიშვილს ვინც არ უნდა წარმოედგინა, ოღონდ ეროვნული ბანკი საბოტაჟის ნაწილი არ გამხდარიყვნენ ის ადამიანები და ყველას ავირჩებდით. სამი თანამდებობის პირი ერთ დღეს გასწიეს, რაც უკვე შემდგარი ფაქტია. ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ცვლილებები რომ არ მოგვემზადებინა, ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოშლილი იქნებოდა და ახლა ლაპარაკი მარტივია, ხომ? ჩვენმა ერთმა კოლეგამ თქვა, ჰაერზე არავინ ფიქრობს, რომ კარგიაო, მაგრამ სუნთქვა რომ გაუჭირდება და ცხვირზე მოუჭიროს ადამიანს, იმ წუთას მიხვდება, ჰაერი რა ძვირფასიაო. თითქოს არაფერი მომხდარა და რამდენი პოლიტიკური გათვლა სჭირდება ანტისაბოტაჟურ მოქმედებებს და პრევენციულ ღონისძიებებს. რამდენიმე თვის წინ, ცვლილებების მომზადებისას თავი გაიგიჟეს და თურმე ეს გეგმა ჰქონდათ, შეიძლება წინასწარ რაღაცეები იცოდნენ – დასანქცირება და ა.შ. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოს ფინანსური სისტემა უნდა ჩამოშლილიყო. თუმცა სისტემა არ ჩამოიშალა, რადგან სწორად მივიღეთ კანონი, სწორად დავალაგეთ სისტემა“, – განაცხადა მდინარაძემ.