არ ვიცი, მამუკა ხაზარაძეს წამოსცდა თუ მიზანმიმართული განცხადება გააკეთა, მაგრამ ეს იყო ძველი ამბის ახალი აღიარება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მამუკა მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი „ღალატის პარტიის წარმომადგენელია და ქართველი ხალხის ნებას არც ერთი მიმართულებით აღარ გამოხატავს“.
„ჩვენ აღიარება მივიღეთ და მადლობა მამუკა ხაზარაძეს ამ შემთხვევაში მაინც გულწრფელობისთვის. ოპოზიციის რიგებიდან ხაზარაძემ თქვა, რომ ისინი ერთად არიან გეგმებში. სამწუხაროდ, დღეს სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი არც იმ ადამიანების, ვინც აირჩია, არც საქართველოს სხვა მოქალაქეების. ის საქართველოში ომის, ღალატის პარტიის წარმომადგენელია და ქართველი ხალხის ნებას არც ერთი მიმართულებით აღარ გამოხატავს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.