ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ხელისუფლების მიერ კერძო უნივერსიტეტების მიმართ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალინების ჩამოწერის დაკისრების საკითხს ეხმაურება.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოწერა სწორი გზა არ არის არც პოლიტიკური და არც სოციალური თვალსაზრისით.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ვერც განათლების სისტემის ხარვეზებს აღმოფხვრის და ვერც სტუდენტთა სოციალურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს.
„ამ მოვლენებში ნათლად ვლინდება კორუფციულ-ოლიგარქიული სისტემა, რომელიც კერძო სექტორს აშანტაჟებს და მათი ფინანსური შესაძლებლობების ხარჯზე ცდილობს პოლიტიკური ქულების ჩაწერას.
ყველას, ვინც ამის წინააღმდეგია, ამ შემთხვევაში კი ესენი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყვნენ, რეპუტაციულად აშავებენ და აზიანებენ, რაც ასევე სრულიად მიუღებელია“ - თქვა თენგო კირთაძემ.