არცერთ ქართველს არ უნდა უხაროდეს, ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქის დასანქცირება, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელმაც ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, უნდა დასანქცირდეს ყველა დასასანქცირებელი პირი და მთავარი დასასანქცირებელი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, ეს პროცესი არ შეჩერდება.
„სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი განცხადება პირდაპირ მეტყველებს ერთ რამეზე, აქ რომ ხან დარბაზში, ხან დარბაზს გარეთ და ხან კომენტარებში იძახიან, რომ თურმე აკლიათ რაღაც მტკიცებულებები, ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდა, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთი უმრავლესობის წარმომადგენელი არ თვლის აშშ-ს ჩვენს მთავარ პარტნიორად. თუ თვლის მთავარ პარტნიორად, მაშინ ამაზე მეტი მტკიცებულებები არ გჭირდება.
დარწმუნებული ვარ ეს პროცესი არ შეჩერდება, ეს არ უნდა უხაროდეს არცერთ ქართველს და არ მიხარია მეც, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქის დასანქცირება მოხდეს, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ეს უნდა გავიაროთ, უნდა დასანქცირდეს ყველა დასასანქცირებელი პირი და მთავარი დასასანქცირებელი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავიდან ბოლომდე ჩამოანგრია ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსი და ქმედება, რომელიც დარწმუნებული ვარ იქნება ამ ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, ბოლომდე მიიყვანს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის პროცესს,“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.