საქართველოს მთავრობამ ერთი ოლიგარქის ინტერესები კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა, - ამის სესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
„ყველა ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნილია, საქართველოს ხელისუფლება მონდომებულია, რომ ქვეყნის ევროპული გზის საბოტაჟი მოახდინოს. საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობა ამას არ ეგუება. ისინი მათი მთავრობისგან განსხვავდებიან, გადიან ქუჩებში, რათა გააგონონ მათი ხმა - ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლებით ვერ წაშლი, ევროკავშირის დროშის დაწვით ქართველების გულებში ევროპა არ დაიწვება.
ძალადობა უშედეგოა თავისუფლებისთვის მებრძოლების წინააღმდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას უზრუნველყოფს, თუმცა მთავრობამ ერთი ოლიგარქის ინტერესები და კრემლი კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.