აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქცია მხოლოდ მას შემდეგ აღსრულდება, რაც იარსებებს ქართული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ეროვნულ ბანკთან შეკრებილები აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საფრთხის წინაშე აყენებს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ფინანსურ სტაბილურობას, რათა დაიცვას შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ამასთან, ისინი მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ნათია თურნავა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით გუშინ ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
ფოტო: ფორმულა