საზოგადოების რეაქციას ტესტავენ, ვაშაძემ რომ იარაღი ახსენა, ამას საზოგადოება არასოდეს მოიწონებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვაშაძის მხრიდან იარაღის მესიჯის შემოპარება შემთხვევითი არ არის, რადგან ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერს იკადრებენ, ახლა ტესტავენ ამ მესიჯებს. საზოგადოების რეაქციას გატესტავენ – ვაშაძემ იარაღი რომ ახსენა, საზოგადოება რამდენად მოიწონებს ამას. საზოგადოება ამას არასოდეს მოიწონებს. ერთი ადამიანის გამო, ვინც არ უნდა იყოს, ჩხუბი გამორიცხულია, ვიღაცას თუ შეურაცხყოფას არ მიაყენებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში ფარცხალაძე არაფერ შუაშია. დისკრედიტებულ პირზე დღეს პიარულად მომგებიანია, რომ თქვათ, ფარცხალაძის გამო იჩხუბეს. ამ ყალბი მესიჯის დალაგებაც მიზანმიმართულად ხდება.
რეალურად ეს არის მეასეხარისხოვანი თემა, საბაბი, გადმოგდებული ქართველი აგენტურისთვის, რათა ეს საბაბი გამოიყენონ, აადუღონ სიტუაციაა. რუსები, რუსები, რუსები – ასიათასჯერ დაიძახონ, არგუმენტებისა და მტკიცებულებების ფარეშე და შემდეგ ვაშაძემ, ერთ-ერთმა მთავარმა აგენტმა და მავნებელმა შემოაპაროს იარაღით რაღაც მოქმედებების შესახებ ანონსიც კი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენ უკან დგას ჩვენი სამშობლო, ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს“.