საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
დაპირისპირება ჯერ კიდევ პლენარულ სხდომათა დარბაზში დაიწყო, სადაც ოპოზიციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ოპოზიციის წევრებმა დარბაზი დატოვეს, სხდომა კი გაგრძელდა.
დაპირისპირება გაგრძელდა სასესიო დარბაზთან. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტრიბუნასთან იდგა, როდესაც მას ენმ-ს წევრი ანა წითლიძე მიუახლოვდა და "რუსეთის ჯაშუში" უწოდა. გურამ მაჭარაშვილმა კი პასუხად წითლიძეს "ამერიკის ჯაშუში" უწოდა.
დარბაზიდან გამოვიდნენ უმრავლესობის დეპუტატები. სესიის დარბაზთან ხელჩართული ჩხუბია.