საქართველოს ეროვნული ბანკი არჩილ მესტვირიშვილმაც დატოვა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი, ამის შესახებ ფეისბუქზე წერს. "მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ  ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას" - წერს ის. 
შეგახსენებთ, ფარცხალაძისთვის დაშვებული გამონაკლისის გამო, სებ-ი ცოტა ხნის წინ დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.  
