ნათია თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის დიდი საფრთხე, რომ მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს საბანკო სისტემას სანქციები დაუწესონ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„მინდა, დადასტურებულად გაცნობოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში არის რუსულო პროექტი წლების განმავლობაში და ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს რუსულ პოლიტიკას საქართველოში. იმ ქვეყნის პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს მიტაცებული. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის დავალებით წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება.
იმ გადაწყვეტილებით, რომელიც თურნავამ და ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო, ისინი ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას. პრაქტიკულად, „ფეესბეს“ ჯაშუშის გაპრავება და თავდაცვა გადაწყვიტეს, რათა ხელი დააფარონ იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელსაც ფარცხალაძე ეწეოდა ჩვები ქვეყნის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. იგი საერთაშორისო და შეერთებული შტატების სანქციებში მოექცა, შესაბამისად, მან უნდა აგოს პასუხი საქართველოს კანონის წინაშე. ქალბატონი თურნავა თავისი გადაწყვეტილებით პრაქტიკულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის და შესაბამისად, რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და დიდი საფრთხე, მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები.
ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. მოვითხოვ და ჩვენი პარტია მოითხოვს, ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რა ზემოქმედებაა მოხდენილი. 24 საათში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება. ჩვენ გვაინტერრსებს დეტალები და ამ დეტალების განმარტება უნდა მოახდინოს ეროვნულმა საბჭომ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, ხაზარაძის თქმით, დღეს ეროვნულ ბანკთან შეიკრიბებიან და მკაცრ პროტესტს გამოხატავენ.
„დღეს, 17:00 საათზე ვიკრიბებით ეროვნილ ბანკთან, რათა ძალიან მკაცრი პროტესტი გამოვხატოთ იმ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვბულ ქმედებასთან საკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუციას მიაყენეს ამ გადაწყვეტილებით. დღეს არ არის იმის დრო, ვინ სად, ვისთან დგას და ასე შემდეგ. საქართველოში არის პრორუსული ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ, ბელარუსისკენ, ჩრდილოეთ კორეისკენ და უნდათ, ამ მდგომარეობაში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ასევე არის მეორე ძალა, უმრავლესობა, რომელსაც უნდა, რომ ცივილური და თავისუფალი სამყაროს ნაწილი იყოს. დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის. ხუთი კაცი ვიქნებით, ათი, ასი თუ ათასი არ აქვს მნიშვნელობა. უნდა გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ, რომ ქვეყანა გვეცლება. დღეს ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, ეროვნული ბანკი თურნავას ეროვნული ბანკის საბჭოს და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საფრთხის წინაშე დადგა. ამას არ შევეგუებით, 17:00 საათზე ყველას გელოდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.