მკაცრად ვგმობ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში, - ამისშესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
“მკაცრად ვგმობ აზერბაიჯანის მიერ ძალის გამოყენებას მთიან ყარაბაღში. შეტევა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დისკუსიები განახლდეს მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე. მე ვაგრძელებ მჭიდრო კონტაქტს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან“, – წერს მაკრონი „ტვიტერის“ გვერდზე.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
19 სექტემბერს, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყარაბაღში ლოკალური ხასიათის „ანტიტერორისტული ღონისძიებები“ დაიწყო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.
თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განუთავსებია.